შეხვედრის ანგარიში მე-13 წუთზე შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა, მაკტომინეიმ გახსნა, რასაც 26-ე წუთზე შაჩირმა უპასუხა და გუნდებმა აქტივში თითო ქულა ჩაიწერეს.
ორი ტურის შემდეგ A ჯგუფს გერმანია უდანაკარგოდ ლიდერობს, 4 ქულით მეორე ადგილზე შვეიცარია იმყოფება, შოტლანდიას 1 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო უნგრეთი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შოტლანდიის ეროვნული ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირებდა, ხოლო შვეიცარია ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტსა და მასპინძელს, გერმანიას შეხვდება.










