ფიბას ოფიციალურმა საიტმა ევრობასკეტი 2025-ის განრიგი გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების კალენდარი.
ლიმასოლში ევრობასკეტი სწორედ საქართველოს ნაკრების მატჩით გაიხსნება. 28 აგვისტოს, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს ესპანეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის გარდა კვიპროსის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებიც იქნებიან წარმოდგენილი.
ევრობასკეტი 2025 - C ჯგუფის კალენდარი:
საქართველო - ესპანეთი | 28 აგვისტო, 16:00 საათი
იტალია - საქართველო | 30 აგვისტო, 16:00 საათი
საქართველო - საბერძნეთი | 31 აგვისტო, 16:00 საათი
კვიპროსი - საქართველო | 2 სექტემბერი, 19:15 საათი
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო | 4 სექტემბერი, 16:00 საათი
ჯგუფიდან 1/8 ფინალში ოთხი საუკეთესო გუნდი გავა.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია









