დასრულდა ევროპა და კონფერენს ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები და 8-8 კლუბი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
უხვგოლიანი მატჩი გამოდგა იტალიაში, სადაც რომამ სტადიო ოლიმპიკოზე ბოლონია მიიღო და 3-4 დამარცხდა. გუნდების პირველი მატჩი 1-1 მორჩა, განმეორებითი შეხვედრის ძირითადიდ დროც ფრე, 3-3 დასრულდა. დამატებით დროში, 111-ე წუთზე კი სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და ბოლონია 1/4 ფინალში გავიდა.
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალში გასული კლუბები
კონფერენს ლიგის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს ფიორენტინა — ფლორენციულმა კლუბმა რაკოვი მეორე მატჩშიც დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებმა ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით, 2-1 მოიგეს.
კონფერენს ლიგა, 1/4 ფინალში გასული კლუბები









