დღის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა, სან სიროზე ვნახეთ, სადაც მილანმა რენს უმასპინძლა. "როსონერიმ“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა, რასაც პირველი სახიფათო მომენტიც მალე მოჰყვა - ფლორენცის გადაცემის შემდეგ, რაფა ლეაომ მკერდით ბურთი საჯარიმოში შეიგდო, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგაც, მხოლოდ მილანი უტევდა და პირველმა გოლმაც არ დააყოვნა. შეხვედრის 32-ე წუთზე კვლავ ფლორენციმ იაქტიურა, რომელმაც რუბენ ლოფტუს-ჩიკს იდეალური გადაცემა გაუკეთა, ინგლისელმა კი აუღებელი თავური დარტყმა შეასრულა, 1-0. რენს პირველ ტაიმში ორი ნახევრადმომენტი ჰქონდა, თუმცა რეალური შეტევა ფრანგულ გუნდს პირველ 45 წუთში არ ჰქონია.
პიოლის გუნდმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო — მატჩის 47-ე წუთზე გათამაშებულ კუთხურს, ლოფტუს-ჩიკოს დუბლი მოჰყვა, 2-0. ამის შემდეგაც, ბურთი მხოლოდ “როსონერის” ეჭირა, რაც მალე მესამე გატანილ გოლშიც აისახა. ლეაო-ტეოს მიერ გათამაშებული ლამაზი კომბინაცია, პორტუგალიელმა გოლად აქცია. რაფასთვის ეს მილანის რიგებში 50 გატანილი გოლი იყო. მატჩის ბოლომდე რენს ერთი სახიფათო მომენტიც არ ჰქონია, მილანი კი მომდევნო ეტაპს უახლოვდება.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ვიხილეთ პორტუგალიაში, სადაც ბრაგა ყარაბახს დაუპირისპირდა - ანგარიში სტუმარმა გუნდმა 21-ე წუთზე გახსნა, როდესაც იანკოვიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა. მასპინძელმა გუნდმა ამის შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს, 44-ე წუთზე ბანზამ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე ფრით, 1-1 გავიდნენ.
მეორე ტაიმი თავიდან ბოლომდე სტუმრების იყო - ყარაბახმა 3 გოლის გატანა მოახერხა! ზუბირის დუბლი და ბენზიას გოლი. თუმცა ბრაგამ მომდევნო მატჩისთვის ინტრიგა მაინც დატოვა, შეხვედრის 91-ე წუთზე მოუტინიომ ანგარიშის შემცირება შეძლო, 2-4.

ევროპა ლიგის კიდევ ერთ მატჩს მასპინძლობდა პორტუგალია, კერძოდ ლისაბონი, სადაც ადგილობრივი ბენფიკა ტულუზას დაუხვდა - შმიდტის გუნდმა პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა "არწივებმა" მაინც ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმი ბენფიკამ კარგად დაიწყო, რასაც პირველი გატანილი გოლიც მალე მოჰყვა — ანხელ დი მარიამ საკუთარი გუნდი წინ 68-ე წუთზე გაიყვანა, თუმცა “არწივებმა” ლიდერობა დიდი ხნით ვერ შეინარჩუნეს, 75-ე წუთზე, დესლერმა ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს, ტულუზას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დი მარიამ ზუსტად შეასრულა, 2-1. ლისაბონელები განმეორებით შეხვედრას, მცირე უპირატესობით შეხვდებიან.

და ბოლოს ლანსი - ფრაიბურგი. გუნდებმა პირველ 45 წუთში საინტერესო ვერაფერი შემოგვთავაზეს, შესაბამისად პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, 0-0. მეორე ტაიმიც პირველის იდენტური გამოდგა, არასანახაობრივი ფეხბურთი და უგოლო ფრე. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდი გერმანიაში გაირკვევა.