ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პლეი-ინის განმეორებითი მატჩები დასრულდა და 8 გუნდი 1/8 ფინალში გავიდა.
ორმატჩიან დუელში გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმემეტრიანების სერია დაინიშნა პლზენის და პანათინაიკოსის მატჩში. ძირითადი და დამატებითი დრო მასპინძლებმა 1-0 მოიგეს, თუმცა, თერთმემეტრიანები უკეთესად ბერძნებმა შეასრულეს და 1/8 ფინალში გავიდნენ.
დამატებითი დრო ვიხილეთ სერბეთში, სადაც ცრვენა ზვედა ლილს მასპინძლობდა. პირველი მატჩი სერბებს მოგებული ჰქონდათ და მცირე უპირატესობას ფლობნდნე, თუმცა, ძირითად დროში ფრანგებმა 1-0 იმარჯვეს და დამატებით 15 წუთიანი ტაიმები დაინიშნა. 99-ე წუთზე, ლილმა მეორე გოლიც გაიტანა და ევროპა ლიგის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ევროპა ლიგის სათამაშო დღის შედეგები
დღეს, თბილისის დროით 15 საათიდან უეფას სამივე ევროტურნირის (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა) 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.









