ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პლეი-ინის პირველი მატჩები დასრულდა და განმეორებითი შეხვედრების წინ ფავორიტები გამოიკვეთა
საინტერესო დაპირისპირება შედგა სტამბულში, სადაც ფენერბაჰჩემ საკუთარ მოედანზე ნოტინგემ ფორესტს უმასპინძლა და უშანსოდ, 0-3 დამარცხდა.
ინგლისელთა მხრიდან თავი მურილომ, იგორ ჟესუსმა და გიბს-უაითმა გამოიჩინეს და ნოტინგემ ფორესტამ განმეორებით მატჩში დიდი ფავორიტის სტატუსი მოიპოვა.
ევროპა ლიგა, პლეი-ინის პირველი მატჩების დღის შედეგები
პლეი-ინის განმეორებითი მატჩები 26 თებერვალს გაიმართება და 8 კლუბი 1/8 ფინალური ეტაპის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს.









