თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალები მოიპვა.
პარატაეკვონდოშინატა ოჩიგავამ (-57 კგ) ჩემპიონობა იზეიმა,სანდრო მეგრელიშვილი (-70 კგ) კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ბრინჯაოს მედალი საქართველო დელეგაციას პარაცურვაში აკო მუშკუდიანმა მოუტანა.
შეგახსენებთ, საქართველო აღნიშნულ ტურნირზე პირველად მონაწილეობს. ამ დროისთვის, ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ანგარიშზე 4 მედალია, გუშინ პარატაეკვონდოშიანა ჯაფარიძემ ჩემპიონობა იზეიმა.
ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები სტამბოლში 24 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა, 27 ივლისს კი დახურვის ცერემონია გაიმართება. შეჯიბრებაში 33 ქვეყნის 700 პარაათლეტი მონაწილეობს.









