ტირანაში მიმდინარეევროპის ჩემპიონატიბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ფინალურ ბლოკში 3 ქართველი იჭიდავებს.
ოქროსთვის იური ლომაძე იბრძოლებს. ევროპის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორის მეტოქე ევროპისისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი იბრაჰიმ მაჰმოუდ ჰასან განემი იქნება.
ბრინჯაოსთვის დიეგო ჩხიკვაძე (67კგ) და გელა ბოლქვაძე (82კგ) იასპარეზებენ. ჩხიკვაძეს მეტოქე შვედი ნიკლას ოელენი იქნება, ბოლქვაძე კი მოლდოველ მიჰაილ ბრადუსთან იჭიდავებს.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გუშინ ვერცხლის მედლებირამაზ ზოიძემ (77კგ.) და ვვახტანგ ლოლუამ (55კგ.) მოიპოვეს.









