ინგლისის პრემიერ ლიგაში საკმაოდ კომფორტული უპირატესობა აქვს ლივერპულის ლიდერს, მოჰამედ სალაჰს — ეგვიპტელ შემტევს 27 გოლი აქვს გატანილი და მეორეადგილოსან ერლინგ ჰოლანდს 6 ბურთით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ სალაჰის ანგარიშზე 17 ასისტიც არის, რაც ასევე პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო შედეგია.
პრემიერ ლიგა, TOP 3:
1) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) — 27 გოლი
2) ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) — 21 გოლი
3) ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) — 19 გოლი
1) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) — 27 გოლი
2) ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) — 21 გოლი
3) ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) — 19 გოლი

დაძაბული სიტუაციაა ესპანეთის ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში, სადაც ტიტულისთვის რობერტ ლევანდოვსკი და კილიან მბაპე იბრძვიან. 9 ტურით ადრე, პოლონელი შემტევი 25 გოლით პირველ ადგილს იკავებს და ფრანგ ვარსკვლავს 3 გოლით უსწრებს.
ლა ლიგა, TOP 3:
1) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) — 25 გოლი
2) კილიან მბაპე (რეალი) — 22 გოლი
3) ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) — 15 გოლი
1) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) — 25 გოლი
2) კილიან მბაპე (რეალი) — 22 გოლი
3) ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) — 15 გოლი

საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს იტალიის სერია ა-ში ატალანტას თავდამსხმელს, მატეო რეტეგის, რომელიც ბომბარდირთა დავას 22 გატანილი ბურთით ლიდერობს. მეორე ადგილს კი 16 გოლით ფიორენტინას შემტევი, მოიზე კინი იკავებს.
სერია ა, TOP 3:
1) მატეო რეტეგი (ატალანტა) — 22 გოლი
2) მოიზე კინი (ფიორენტინა) — 16 გოლი
3) ადემოლა ლუკმენი (ატალანტა) / მარკუს ტურამი (ინტერი) — 13 გოლი
1) მატეო რეტეგი (ატალანტა) — 22 გოლი
2) მოიზე კინი (ფიორენტინა) — 16 გოლი
3) ადემოლა ლუკმენი (ატალანტა) / მარკუს ტურამი (ინტერი) — 13 გოლი

გერმანიის ბუნდესლიგაში ბომბარდირობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს ბაიერნის 9 ნომერს, ჰარი კეინს. ინგლისელმა გოლეადორმა 27 ტურში 22 გოლის გატანა მოახერხა, რაც 5-ით მეტია მეორეადგილოსან პატრიკ შიკის შედეგზე.
ბუნდესლიგა, TOP 3:
1) ჰარი კეინი (ბაიერნი) — 22 გოლი
2) პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) — 17 გოლი
3) მარმოში (აინტრახტი) / კლაინდინსტი (გლადბახი) / ბურკარდტი (მაინცი) — 15 გოლი
1) ჰარი კეინი (ბაიერნი) — 22 გოლი
2) პატრიკ შიკი (ლევერკუზენი) — 17 გოლი
3) მარმოში (აინტრახტი) / კლაინდინსტი (გლადბახი) / ბურკარდტი (მაინცი) — 15 გოლი

საფრანგეთის ლიგა 1-ში დიდი უპირატესობა აქვს პსჟ-ს თავდამსხმელს, უსმან დემბელეს — ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა 21 გოლი მოაგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ მეისონ გრინვუდს საკმაოდ კომფორტული, 6 ბურთიანი სხვაობით უსწრებს.
ლიგა 1, TOP 3:
1) უსმან დემბელე (პსჟ) — 21 გოლი
2) მეისონ გრინვუდი (მარსელი) — 15 გოლი
3) ჯონათან დეივიდი (ლილი) — 14 გოლი
1) უსმან დემბელე (პსჟ) — 21 გოლი
2) მეისონ გრინვუდი (მარსელი) — 15 გოლი
3) ჯონათან დეივიდი (ლილი) — 14 გოლი










