2024/25 წლების საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ის ფეხბურთელები გამოიკვეთა, რომლებიც ბომბარდირობისთვის იბრძოლებენ.
ევროპის TOP 5 ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი ლივერპულის შემტევი, მოჰამედ სალაჰია — ეგვიპტელი ფეხბურთელის ანგარიშზე 27 გოლი და 18 ასისტია.
აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე მანჩესტერ სიტის ახალწვეული, ომარ მარმუში იმყოფება.
ყველაზე მეტი გოლი და ასისტი ევროპის TOP 5 ჩემპიონატში
| ფეხბურთელი | მატჩი | გოლი | ასისტი | ჯამი |
| მოჰამედ სალაჰი | 32 | 27 | 18 | 45 |
| ჰარი კეინი | 27 | 23 | 9 | 32 |
| ომარ მარმუში | 27 | 21 | 11 | 32 |
| მატეო რეტეგი | 30 | 23 | 5 | 28 |
| უსმან დემბელე | 26 | 21 | 7 | 28 |
| რობერტ ლევანდოვსკი | 30 | 25 | 2 | 27 |
| ალექსანდერ ისაკი | 29 | 21 | 6 | 27 |
| კილიან მბაპე | 29 | 22 | 3 | 25 |
| ერლინგ ჰოლანდი | 28 | 21 | 3 | 24 |
| კოულ პალმერი | 31 | 14 | 9 | 23 |









