ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მიიღო 36-მა გუნდმა და მათ შორის ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა მილანის ინტერს ჰყავს. "ნერაძურის" მოთამაშეთა საშუალო ასაკი შეადგენს 29.5 წელს და როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე სეზონში ეს ყველაზე მაღალი შედეგი იყო.
ჯუზეპე მეაცას ბინადრების შემდეგ მოდიოდა მადრიდის ატლეტიკო, 29.4-ით. საინტერესოა, რომ სამეულს ხურავდა გურამ კაშიას სლოვანი - 28 წელი. სიმონე ინძაგის გუნდი 1/2 ფინალში ხვდება ბარსელონას, რომელიც ევროსარბიელზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კოლექტივია, საშუალო ასაკით 25.1
საინტერესოა ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 წელზე უმცროსი ფეხბურთელი ინტერნაციონალეს შემადგენლობაში არ გამოჩენილა. ამის გარდა, გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ მილანელთა რიგებში გვხვდება 30 წელს გადაცილებული ერთბაშად 9 მოთამაშე, რომელიც ძირითადში პერიოდულად ჩნდება.









