უდინეზე საკმაოდ ცუდ ფორმაშია და უფროსობამ გაბრიელე ჩოფის გაშვება, რამდენიმე საათის წინ გადაწყვიტა. "ბიანკონერი" სერია ა-ს ცხრილში მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო არ იმყოფება.
კანავარო ბოლოს ბენევენტოში მუშაობდა, რომელიც 2023 წლის 4 თებერვალს დატოვა. მას შემდეგ იყო შანსი იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ნაპოლის მწვრთნელი გამხდარიყო, თუმცა დე ლაურენტისთან შეთანხმება ვერ შედგა.









