UFC 308 აბუ დაბიში ჩატარდება, სადაც ივენთი 22:00 საათზე დაიწყება — თოფურია-ჰოლოუეის დაპირისპირება თბილისის დროით, დაახლოებით ღამის 00:00 საათზე გაიმართება, რა დროსაც, ელ კლასიკოს მეორე ტაიმი იქნება დაწყებული. სწორედ ამიტომ, ესპანელმა ფანებმა ლა ლიგის განრიგზე და ელ კლასიკოს დაწყების დროზე, პროტესტი გამოხატეს.
გულშემატკივრები რეალ მადრიდი-ბარსელონას მატჩის თარიღის ან როგორც მინიმუმ, მატჩის დაწყების დროის შეცვლას ითხოვენ. უახლოეს პერიოდში დიდი შანსია ლა ლიგის ოფიციალური განცხადება ვიხილოთ, სადაც სეზონის პირველი ელ კლასიკოს ბედი გაირკვევა.









