ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს პსჟ და ჩელსი დაუპირისპირდებიან.
წილისყრა პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა, რომელსაც მეტოქედ სწორედ ჩელსი სურდა.
"ფანტასტიური წილისყრა გამოვიდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება.
სიმართლე გითხრათ, შურისძიების შეგრძნება არ გვაქვს, ჩემპიონები ვართ, ჩვენი გზა გვაქვს და ეს გზა წარმატებით უნდა გავიაროთ", - განაცხადა ენრიკემ.
პსჟ-სა და ჩელსის პირველი მატჩი პარიზში, 11 მარტს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი ლონდონში ერთი კვირის თავზე.









