"ჩვენი მეტოქე გუნდურად ძალიან კარგად თამაშობდა და ეს იყო ფაქტორი, რის გამოც ამ შედეგს მიაღწიეს. ფაქტია, გამოჩნდა, რომ ჯერ ჩვენ მათ დონეზე არ ვართ.
სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, საქართველო კი იმ დონის ნაკრებია, რომ მეტოქეს შეცდომებს არ პატიობს და ასეც მოხდა.
ვფიქრობ, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა გავიზარდოთ და განვვითარდეთ. გულშემატკივრებმა უნდა მოითმინონ და განვითარების პროცესს მიჰყვნენ", - განაცხადა ჯონ ვან ტ'სხიპმა.










