დასრულდა ევროპა და კონფერენს ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები და წყვილებში ფავორიტები გამოიკვეთა.
ევროპა ლიგაზე, ბრაგამ საკუთარ მოედანზე ფრაიბურგს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ მატჩში 2-1 აჯობა. მეორე მატჩში კი ინგლისური დუელი შედგა, სადაც ნოტინგემმა საკუთარ კედლებში ასტონ ვილა მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
კონფერენს ლიგაზე ესპანურ-ინგლისურ ფინალთან ვართ ახლოს — რაიო ვალეკანომ პირველ მატჩში სტრასბურტს უმასპინძლა და 1-0 იმარჯვა, ხოლო კრისტალ პალასმა გასვლაზე დონეცკის შახტარს 3-1 მოუგო და განმეორებითი შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა.
ევროპა და კონფერენს ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 7 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.









