ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიუგმ მოახლოვებული ელ კლასიკოს წინ კომენტარი გააკეთა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
26 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის რეალი შინ ბარსელონას დაუპირისპირდება.
"ვფიქრობ, ამ მატჩში ფავორიტი ერთია - რეალი 3:1 მოიგებს. ისინი შინ თამაშობენ, რაც ასეთი დონის მატჩებში დიდ გავლენას ახდენს.
ასევე, ვისურვებდი, რომ ბევრი გოლი გავიდეს და სანახაობრივი მატჩი იყოს", - განაცხადა ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ ფიგუ თავისი კარიერის განმავლობაში რეალშიც თამაშობდა და ბარსელონაშიც.









