მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საქართველოს ნაკრები 11 და 14 ოქტომბერს, სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამ კვირაში დაასახელებს იმ ფეხბურთელების ვინაობას, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში დაეხმარებიან.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება, რომელსაც სრულფასოვანი ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია და მისი დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.
დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან მატჩს ლუკა ლოჩოშვილიც გამოტოვებს. თუ ყველაფერი მწყობრში იყო, ვილი სანიოლი ლოჩოს მაინც დაუძახებს, რათა თურქეთთან სათამაშოდ მზად იყოს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, კვარა პსჟ-ს ტრავმის გამო ვერ ეხმარება, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სანაკრებო პაუზამდე ჩვეულ კონდიციებში ჩადგება და ნაკრებს დაეხმარება.
წინა შეკრებისგან განსხვავებით, ოქტომბრის მატჩებში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილიც გვეყოლება, რომელიც ტრავმის შემდეგ შტურმს დაუბრუნდა. საბედნიეროდ, დანარჩენი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.









