სიაში ერთი დებიუტანტია - ახალგაზრდა მცველი ლუკა ლაცაბიძე ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშებს. არიან ფეხბურთელებიც, რომლებიც საქართველოს ნაკრებში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ.
გიორგი გველესიანი - გამოცდილი მცველი უკვე ერთი წელია ეროვნულ ნაკრებში სულ ხვდება, თუმცა ამჯერად ის ნაკრებს მიღმა დარჩა. პერსეპოლისის მცველს ირანში სათამაშო დრო სტაბილურად აქვს, მაგრამ ამჯერად, სანიოლმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა - საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლაცაბიძე.

საბა კვერკველია - ნაკრებს მიღმა დარჩა საბა კვერკველიაც, რომელიც ქუთაისის ტორპედოში ახლახან ჩაირიცხა და ჯერ მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა. გველესიანის მსგავსად, ისიც მარჯვენა ცენტრალური მცველია და ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, ამჯერად, მისი ადგილი ლუკა ლაცაბიძემ დაიკავა.
საბა ლობჟანიძე - ეროვნულ ნაკრებში საბა ლობჟანიძეს 3-5-2 ტაქტიკაში მარჯვენა ფლანგზე მოიაზრებენ ხოლმე, მის ადგილას 2 ფეხბურთელი მოხვდა - გიორგი გოჩოლეიშვილი და შეუცვლელი ოთარ კაკაბაძე. ორივე მათგანი კარგ ფორმაშია. გოჩოლეიშვილი საერთოდ კოპენჰაგენთან ერთად კონფერენს ლიგაზე თამაშობს.
გიორგი ქვილითაია - უვკე წლებია ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატში სტაბილურად კარგად თამაშობს. ის წელსაც კარგ ფორმაშია, გოლებიც გააქვს, მაგრამ მის პოზიციაზე ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ფორვარდის პოზიციაზე სანიოლმა ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირ გიორგი გულიაშვილს, ბუნდესლიგაში მოთამაშე ბუდუ ზივზივაძეს და ლიონის თავდამსხმელ ჟორჟ მიქაუტაძეს უხმო.

ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები










