სერია ა-ს 23-ე ტურში ნაპოლი ვერონას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა.
"კვარაცხელიამ ფენომენალური რამ გააკეთა. მისი გოლი უბრალოდ შეუდარებელი იყო და აღფრთოვანებული ვარ.
რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, კვარაცხელიაზე თერთმეტმეტრიანი რატომ არ დაინიშნა? სად არის ვიდეორეფერი? - ეს აბსურდია, როგორც ჩანს, ლაპარაკს აზრი არ აქვს", - განაცხადა ბალოტელიმ.
მოგეხსენებათ, მატჩის პირველ ტაიმში, ვერონას მცველმა ქართველზე უხეშად ითამაშა, თუმცა მსაჯმა ის VAR-ზეც არ გადაამოწმა.









