გასაკვირი არ არის, რომ საინსი მანქანების მოყვარულია და მის ავტოფარეხში არაერთ ბრენდს შევხვდებით - სუპერქარებიდან დაწყებული ყოველდღიური მანქანით დამთავრებული.

Ferrari 812 Competizione: კარლოს საინსის ცხოვრებაში ფერარის განსაკუთრებული ადგილი აქვს და იტალიურ ბრენდს მის ავტოფარეხშიც ვხვდებით. 6,5 ლიტრი მოცულობის 12-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ფერარის აღნიშნული მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში არამარტო სისწრაფით, არამედ დიზაინით. კარლოს საინსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ Ferrari 812 Competizione იდეალური სუპერმანქანაა.

Ferrari F8 Tributo: კარლოს საინსის ავტოფარეხში ასევე შევხვდებით სპეციალური შეკვეთით დამზადებულ ფერარის. აღნიშნული მოდელი 8-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 720 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მაქსიმალური მოჭიდება 770 ნიუტონი აქვს. გასაკვირი არ არის, რომ 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ არის.

McLaren 720S: ფერარიში გადასვლამდე, კარლოს საინსი მაკლარენის ღირსებას იცავდა და მის კოლექციაში ბრიტანულ ბრენდსაც უჭირავს ადგილი. 720 ცხენისძალიანი ბიტურბო ძრავა და 770 ნიუტონი - ეს არის მისი მაკლარენის მონაცემები. ყოფილ თანაგუნდელ ლანდო ნორისთან ერთად, კარლოს საინსმა ტრეკზე McLaren 720S-ის ძალები მოსინჯა, რომელმაც მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ აჩვენა.

McLaren 600 Lt Spyder: კარიერაში პირველი პოდიუმის აღსანიშნავად, მაკლარენმა კარლოს საინსი 600 Lt Spyder-ით დააჯილდოვა, რომლის ძრავით 8-ცილინდრიანია და 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღნიშნული მოდელი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2,9 წამში ავითარებს და 324 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია მოძრაობა.

Volkswagen Golf: სუპერქარების გარდა, კარლოს საინსის ავტოფარეხში ყოველდღიურ მანქანასაც შევხვდებით. ესპანელმა მრბოლელმა სწორედ აღნიშნული მანქანით ჩააბარა გამოცდა და მართვის მოწმობა აიღო. Golf-ის გარდა, საინსების ოჯახის ფარეხში Volkswagen Touareg-იც არის, რომელიც კარლოსის მამას ეკუთვნის.











