
"სიმულატორში ახალი ბოლიდი ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ ტექნიკურად ბევრი რამ არის გაუმჯობესებული. მოუთმენლად ველოდები რეალურ გზაზე გამოცდას და იმედი მაქვს, რომ იგივე გრძნობა მექნება. ჩვენი მთავარი მიზანი სტაბილური ბოლიდის შექმნაა, რომელიც მოგვცემს ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებს" - აღნიშნა ფერარის პილოტმა, კარლოს საინსმა.

"SF-24 ნაკლებად სენსიტიურია და შედარებით მარტივია სამართავად. სიმულატორმა კარგი შედეგები აჩვენა და იმავეს ველოდები რეალურ ტრასაზეც. გასულ სეზონზე მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო და იმედი მაქვს, წელს აღნიშნული ასპექტი გაუმჯობესდება" - შარლ ლეკლერი.

გასულ სეზონზე ფერარიმ 1 რბოლის მოგება მოახერხა, ჯამში 406 ქულა მოაგროვა და კონსტრუქტორთა ცხრილში მესამე ადგილზე გავიდა. შარლ ლეკლერმა 206 ქულთ, მე-5 პოზიცია დაიკავა, ხოლო კარლოს საინსი 200 ქულით, მე-7 ადგილს დასჯერდა.










