იტალიური გუნდი ახალ სპონსორს ტრასაზე ოფიციალურად მაიამის გრან პრიზე წარადგენს, რომელიც 3-5 მაისს ჩატარდება. აღნიშნული რბოლისთვის, ფერარი სპეციალური დიზაინის ბოლიდებით იასპარეზებს.

პარტნიორობის ფარგლებში, ფერარი HP-ს ტექნოლოგიებსა და სერვისებს გამოიყენებს, მათ შორის ფორმულა 1-ისთვის ადაპტირებულ კომპიუტერებს - კონტრაქტის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში ფერარის 151 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, რედ ბულს, 44 ქულით ჩამორჩება.











