ფერარის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ ვასერმა ისაუბრა მოახლოებულ იმოლას გრან პრისა და ბოლიდის განახლებებზე.
"მოახლოებულ უქმეებზე ევროპულ სეზონს ვიწყებთ და პირველი რბოლა იმოლაზე ჩატარდება, რომელიც ფერარის მთავარ ოფისთან ახლოს არის. შარშანდელი გაუქმებული გრან პრის შემდეგ, გვიხარია, რომ წელს შევძლებთ იმოლას ავტოდრომზე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მხარდაჭერა გვექნება."
"ბოლიდის განახლების პირველი პაკეტი სწორედ იმოლაზე ჩამოვიტანეთ და ძალიან ინტენსიური უქმეები გველოდება წინ. ველოდებით, რომ ლიდერს მაქსიმალურად მივუახლოვდებით და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრების გახარებას შევძლებთ" - განაცხადა ფერარის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის იტალიის პირველი გრან პრი იმოლაზე, 19 მაისს ჩატარდება.
ფერარის ხელმძღვანელი: "ბოლიდის განახლების პირველი პაკეტი დასრულებულია"










