ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შეცვლასაც FIA ახალ რეგლამენტში აპირებს ბოლიდის წონის შემცირებაა და აღნიშნულზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
დღევანდელი რეგულაციით, ბოლიდის მინიმალური წონა 798 კგ. არის და FIA-ს დირექტორის განცხადებით, მისი შემცირება დაახლოებით 40-50 კგ.-ით იგეგმება.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ 2026 წლის რეგლამენტში ბოლიდის მინიმალური წონა მნიშვნელოვნად, 40-50 კგ.-ით შევამციროთ. ჩვენი მიზანი მსუბუქი და მოქნილი ბოლიდების შექმნაა, რადგან დღევანდელი რეგლამენტით ის ზედმეტად მძიმეა" - აღნიშნა ნიკოლას ტომბაზისმა.
FIA-მ აღნიშნული კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და HALO-ს (უსაფრთხოების მოწყობილობა) წონის შესამცირებლად ტენდერი გამოაცხადა. დღევანდელი მონაცემებით, HALO 7 კგ.-ის იწონის და საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციას მისი შემცირება 1 კგ.-მდე სურს.










