ტრადიციულად, ზაფხულში 4-კვირიანი დასვენება იქნება, რომლის დროსაც გუნდები ბოლიდებზე განახლებებს ამატებენ - შესვენება უნგრეთის გრან პრის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყება და რბოლები 29 აგვისტოს ნიდერლანდების გრან პრით განახლდება.

2025 წლის სეზონში რამდენიმე ხმაურიანი ცვლილება იქნება - 12 წლის შემდეგ, მერსედესს 7-გზის ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი დატოვებს და კარიერას ფერარიში გააგრძელებს. დიდი ალბათობით, მერსედესში მის ადგილს ფერარის მოქმედი პილოტი, კარლოს საინსი დაიკავებს.
ასევე გაურკვეველია სერხიო პერესის ბედიც - შესაძლოა, მექსიკელმა რედ ბული დატოვოს. მისი ადგილზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის ალექსანდერ ალბონი, იუკი ცუნოდა და დანიელ რიკიარდო.











