როგორც ირკვევა, გასული წლის საუდის არაბეთის გრან პრიზე, ბენ სულაიემმა ფერნანდო ალონსოსთვის მიცემული 10-წამიანი ჯარიმა გააუქმებინა და ესპანელი მრბოლელი პოდიუმზე მოხვდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით FIA-მ განცხადება გაავრცელა და გამოძიების დაწყება დაადასტურა:
"ვადასტურებთ, რომ მივიღეთ საჩივარი მმართველი ორგანოს გარკვეული წევრების წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხს შესაბამისი დეპარტამენტი შეისწავლის და გადაწყვეტილებას მიიღებს."











