- მბაპე წინ რომ გყავდეს, მომავალთან დაკავშირებით რა რჩევას მისცემდი?
- რომ ბედნიერი იყოს, ეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბედნიერებას მეც ვეძებდი და იმდენად იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ რეალს შევუერთდი, სადაც 5 წლის განმავლობაში დავრჩი.
ესპანეთში მოელიან, რომ პარი სენ-ჟერმანთან კონტაქტის დასრულების შემდეგ, კილიანი სამეფო კლუბის მაისურს მოირგებს. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭორები ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვრცელდება.
გთავაზობთ ფიგუს ინტერვიუს მნიშვნელოვან ამონარიდებს:
- მოსალოდნელია, რომ ფიგუ რეალის პრეზიდენტად ვიხილოთ?
- წინასწარ გეგმები არასდროს დამილაგებია, ცხოვრების გზა თავად მიგიყვანს იმ მომენტამდე, როდესაც გადაწყვეტ სწორად მოქმედებ თუ პირიქით. ამ პრინციპს მთელი ცხოვრება მივყვები, არასდროს მითქვამს, რომ, მაგალითად, 3 წელში კონკრეტულ პოზიციაზე ვიმუშავებ.
- თანამედროვე ფეხბურთში რას შეცვლიდი?
- თავად ფეხბურთის არსი მიყვარს. არ მომწონს, როდესაც ჯარიმებს მოედნის ცენტრში იღებენ... რა თქმა უნდა, ფეხბურთი შეცდომების სპორტია და მოთამაშეები შეცდომებს უშვებენ, ამიტომაცაა, რომ ერთი გუნდი იგებს, მეორე - ვერა. არ მომწონს ისეთი მომენტები, როდესაც მატჩის მიმდინარეობისას ხშირად ერევიან (VAR) და ამას შევცვლიდი. დიახ, მსოფლიო და ევროპულ ტურნირებს გადამოწმების მხრივ ვეთანხმები, თუმცა არის რაღაცები, რასაც მხარს ვერ ვუჭერ.
- რატომ არ მოგწონს სუპერ ლიგის იდეა?
- ვფიქრობ, რომ ჩემნაირ ფეხბურთელებს, რომლებმაც კარიერა სპორტინგში დაიწყეს, ვერასდროს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სუპერ ლიგაზე ითამაშონ. და საშინაო ჩემპიონატებს რა ბედი ეწევა? - გაანადგურებენ... რა მოუვა ოსასუნასა და სხვა გუნდებს? ახალგაზრდა ტალანტებს? ქალაქების ფეხბურთს?
- როგორ ფიქრობ, ფიგუს, ზიდანის, რაულისა და რონალდუს მადრიდში ბელინგემს ადგილი ექნება?
- შეიძლება არა, მაგრამ არასდროს იცი, რა ხდება... ვხუმრობ, არ ვიცი. ჩვენ საოცარი თაობა და გუნდი გვქონდა. მისნაირი მოთამაშეებისათვის ადგილი ყოველთვის იქნება.
- როგორ ხედავ ბარსელონას სიტუაციას? ჩავი დარჩენას არ აპირებს...
- საუბარი არ მიყვარს... გასულ წელს ჩემპიონები იყვნენ, ახლა მწვრთნელი აღარ ეყოლებათ, ცხადია, როგორ სტაბილურობასთან გვაქვს საქმე. ისეთ ტოპ გუნდს, როგორიც ბლაუგრანაა, ყველაზე მეტად სპორტული სტაბილურობა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ ეკონომიკურად ცუდ სიტუაციაში არიან. როგორც ვთქვი, ბარსა ტოპ გუნდია და ეს ყოველთვის ასე დარჩება, თუმცა, მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს.










