"სუპერ ლიგის იდეა, რომელიც გულშემატკივრებს უფასო ფეხბურთს სთავაზობდა, იყო იგივე რაც, Netflix-მა გააკეთა კინოს სამყაროში ან რასაც Spotify აკეთებს მუსიკალურ სამყაროში. სუპერ ლიგაზე ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე წინა წელს.
გასული წლის დეკემბერში, ევროპის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არაფერი აღარ იქნება ისე, როგორც სულ იყო — სასამართლოს განჩინებამ დაუსვა წერტილი უეფას ათწლეულების მონოპოლიას. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ადვილი იქნებოდა სუპერ ლიგის პროექტის განხორციელება, ეს იყო ტიტანური ამოცანა, იყო ბევრი ზეწოლა და მუქარა, რასაც შეიძლება ჩვენი მონდომება და სურვილი ძირს დაენარცხებინა, მაგრამ ჩვენ მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია. ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ახალი მოდელის განსახორციელებლად და რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უფრო უკეთესი იქნება საფეხბურთო სამყაროსთვის.
დღევანდელი სისტემა, რომელსაც ფიფა და უეფა გვთავაზობენ, კარგად არ მუშაობს. ჩვენი პროექტი კონტაქტში იქნება ყველა საფეხბურთო ოჯახთან, შევეცდებით ვიპოვოთ ბალანსი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას, მათ შორის უეფასა და ფიფას. ეს იქნება 100%-ით მერიტოკრატიული სისტემა, რომელიც ევროპის იუსტიციის სასამართლოს დადგენილებას, სრულად სცემს პატივს.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ ლა ლიგის თავდასხმებით ჩვენს ფინანსურ აქტივებზე. ჩვენი ფინანსები მძიმე თავდასხმის ქვეშაა. მათ სურთ დაეუფლონ იმ უფლებებს, რომლებიც კლუბებს ეკუთვნის. სუპერ ლიგის პროექტით კი ყველაფერს გამოვასწორებთ. არსებობს გეგმა, რომელიც ყველა კლუბს და გულშემატკივრებს ფეხბურთის გარშემო გააერთიანებს."











