დერბი დელა მადონინას პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო ანგარიში მილანმა მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე გახსნა — თავი ტამი აბრაჰამმა გამოიჩინა. 67-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
მილანი 1-1 ინტერი
გოლები: 1-0 აბრაჰამი (47'), 1-1 ჩალჰანოღლუ (67')
მილანის და ინტერის განმეორებითი დაპირისპირება 23 აპრილს გაიმართება და იტალიის თასის წლევანდელი სეზონის ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.









