შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თავი მატეო დარმიანმა პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა.
81-ე წუთზე ანგარიში ჟუან ჟესუსმა გაათანაბრა და ნაპოლის მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები მათი ახალი მთავარი მწვრთნელის, კალცონას ხელში, სერია ა-ში, დაუმარცხებლები არიან.
ნაპოლის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.
29 ტურის შემდეგ, ნაპოლის 45 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, ინტერი კი სატურნირო ცხრილის ლიდერია.









