ლივერპულმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და ენფილდზე ბილბაო 3:2 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ენფილდზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე გამორჩეულ ისეივით დაგვამახსოვრა თავი.
"ბრიტანული გამოცემები კი მამარდაშვილის თამაშს დადებითად აფასებენ.
ფრთხილად ალისონ, მამარდაშვილმა ბილბაოსთან მატჩში თავისი კლასი დაგვანახა და დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა" , -empireofthekop
"ლივერპული ახალ ერას იწყებს - ახალწვეულებმა წარმატებით ითამაშეს", -independent
"ბილბაოსთან მატჩში მამარდაშვილმა დაუჯერებელი ბურთი მოიგერია", -AnfieldLounge









