მატჩის ბოლო წუთებზე უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, მალიორკას კოსოვოელმა ფეხბურთელმა მურიქმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს შუა თითი უჩვენა.
ეს ყველაფერი იმდენად წამიერად მოხდა, რომ მთავარ მსაჯს არც შეუმჩნებია, თუმცა ეპიზოდი არ გამოეპარა ვიდეო-მსაჯს, რომელმაც მთავარ არბიტრს ეპიზოდის გადამოწმებისკენ მოუწოდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არბიტრმა მურიქის ქმედება VAR-ზე გადაამოწმა და მალიორკას ფეხბურთელი შუა თითის ჩვენების გამო მოედნიდან გააძევა.










