ლისაბონის ბენფიკასა და მადრიდის რეალის მატჩში მომხდარი რასისტული სკანდალის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროს ნაწილმა ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, ტიტულოვანმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ვინი ჟუნიორის გოლის გამომწვევად აღნიშნვას მოყვა.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა მიიღო რამდენიმე ნეგატიური განცხადება საკუთარი თავის მისამართით, მათ შორის ლილიან ტურამისა და კლარენს ზეედორფისგან. რაც შეეხებათ "არწივების" დამრიგებლის დამცველებს, ერთ-ერთი ასეთი რიო ფერდინანდი აღმოჩნდა.
"ის, რაც მოურინიომ განაცხადა ვინისიუს მისამართით, რასისტად მას არ წარმოაჩენს. მან გააკეთა უამრავი რამ ფერადკანიანი ფეხბურთელებისთვის და ბევრი მათგანი ჟოზეს როგორც მამას, ისე უყურებს. ასეთი პიროვნება რასისტი ვერ იქნება."









