მიმდინარე სეზონში კი ჩაკვეტაძე უოტფორდის მაისურით საოცარ მატჩებს ატარებს და ჩემპიონშიფში ერთ-ერთი გამორჩეულია.
"გახსოვთ ჩაკვეტაძე რომ იყო? - ყველამ ვიცოდით, რომ ის დიდი ტალანტი იყო, თუმცა ტრავმების გამო გენტში ვერ ითამაშა, ახლა კი ინგლისის ჩემპიონატში დაფრინავს.
მან გენტში ბოლოს 2021 წელს ითამაშა. ყველას ეგონა, რომ ჩაკვეტაძის სახით გენტმა ოქრო შეიძინა, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ წარიმართა. ის ახლა 25 წლისაა და უოტფორდის მთავარი ლიდერია. ინგლისში ყველა მასზე საუბრობს.
უოტფორდის 8 ნომერი კვირიდან კვირამდე უმატებს და შესაძლოა მალე პრემიერ ლიგაშიც ვიხილოთ, ამის ფონზე კი ხომ არ ნანობს გენტი ჩაკვეტაძის გაყიდვას?", - წერია ბელგიურ პრესაში.










