როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-ს იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუნდს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს.
ამ ფაქტს ლეგენდარული იტალიელი მეკარე დინო ძოფი ეხმაურება.
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვარ, რადგან დონარუმა გუნდში მეორეხარისხოვანი მოთამაშე არ ყოფილა.
ალბათ, რაიმე სერიოზული მოხდა, რათა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სავარაუდოდ, კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ", - განაცხადა ძოფიმ.









