ამ დროისთვის "ბიანკონერი" აგროვებს 12 ქულას და პირველ ადგილზე გადადის, თუმცა ნაპოლისა და ტორინოს თავიანთი შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ. აქვე დავამატებთ, კალჩოს საუკეთესო გოლეადორთა რბოლაში ტიაგო მოტას გუნდის სერბი ფორვარდი 4 ბურთით დაეწია ლიდერებს: კრისტიან პულიშიჩს, მარკუს ტურამსა და მატეო რეტეგის.
Serie A
გამარჯვება და პირველი ადგილი - იუვენტუსმა სტუმრად ჯენოა გაანადგურა

სერია ა-ს მეექვსე ტურის ფარგლებში ტურინის იუვენტუსი ესტუმრა ჯენოას, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. დუშან ვლაჰოვიჩმა მასპინძლების კარი 2-ჯერ, აიღო: თავიდან 11-მეტრიანის შესრულებით, შემდეგ კი თამაშის დროს. მატჩის მიწურულს კი თავი გამოიჩინეს "ბებერი ქალბატონის" ახალწვეულებმა: ქეფრენ ტურამის ასისტით ბურთი ფრანსისკუ კონსეისაუმ გაიტანა.










