დღეს რუსთავის სპორტის სასახლეში წარმატებული ქართველი მოკრივის, ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორის, ლაშა გურულის დებიუტი შედგა პროფესიულ კრივში.
martlab boxing promotions-ის ღონისძიებაზე ქართველის მეტოქე იყო დაუმარცხებელი განელი მოკრივე ბერნარდ აბეი, რომელსაც აქამდე პროფესიულ კრივში ექვსიდან ექვსი გამარჯვენა ჰქონდა.
ქართველმა მოწინააღმდეგე ექვსრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
საკრივო შოუ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.
გულშემატკივარმა 15 დაპირისპირება იხილა.
რვარაუნდიანი სარეიტინგო ბრძოლა გამართა, მსოფლიო ქამრის მომავალმა პრეტენდენტმა, დაუმარცხებელმა ირაკლი მელიქიშვილმა. ქართველმა სამხრეთ აფრიკელი პროფესიონალი მოკრივე აიანდა მთემბუ დაამარცხა.
მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები მოიგეს გიორგი ჭიღლაძემ და ლაშა კერესელიძემ.
გამარჯვება დაუმარცხებელ მეტოქესთან - გურულის წარმატებული დებიუტი









