კვირის მატჩის დღე სერია ა-ში გაიხსნება სწორედ "პარტენოპეის" თამაშით, რომელიც კომოს ესტუმრება. იტალიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში კი "გველები" სწორედ "ლურჯებს" ესტუმრებიან. კალჩოს საჩემპიონო დუელი 3 მარტს გაიმართება.
Serie A
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ინტერმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა

სერია ა-ს 26-ე ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში ჯენოა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. "ნერაძური" ამ მოგებით აგროვებს 57 ქულას და მინიმუმ ნაპოლის მატჩამდე პირველ პოზიციაზე დარჩება.








