FIA-ს ეთიკის საბჭომ, მოქმედი პრეზიდენტის, მოჰამედ ბენ სულაიემის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დაასრულა და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
სულაიემს ბრალად ედებოდა 2023 წლის საუდის არაბეთის გრან პრის შედეგებში უხეში ჩარევა, ასევე ლას ვეგასის გრან პრის ჩატარებაში ხელის შეშლა - ორივე ბრალდება გაბათილებულია.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ ბენ სულაიემი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტად 2021 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს - აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჟან ტოდი შეცვალა.
გამოძიება დასრულდა - FIA-მ მოჰამედ ბენ სულაიემი გაამართლა











