ესპანელი ნახევარმცველი ბარსელონას 9 აგვისტოს შეუერთდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიური კლუბი ფეხბურთელს ლა ლიგაში დარეგისტრირებას ამ დრომდე ვერ ახერხებდა. იმის მიუხედავად, რომ გუნდი ილქაი გიუნდოგანმა, კლემან ლანგლემ, ვიტორ როკემა და მიკაელ ფაისმა დატოვეს, ბარსა ოლმოს რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებდა.
ამ რთული მოცემულობის წინაშე, კლუბმა გამოსავალი მაინც მოძებნა — ბარსელონა დანი ოლმოს ანდრეას კრისტენსენის ადგილას დროებით, 31 დეკემბრამდე, დაარეგისტრირებს. ცნობისთვის, დანიელმა ცენტრალურმა მცველმა დაზიანება რამდენიმე დღის წინ მიიღო და სწორედ ეს გახდა ოლმოს ლა ლიგაში დარეგისტრირების "გასაღები".









