სერია ა-ს მესამე ტურში ემპოლი ბოლონიას დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა, სადაც გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო.
ქართველმა მცველმა ეს შანსი იდეალურად გამოიყენა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის უკანა ხაზში საკმაოდ დამაჯერებელი იყო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო.
გოგლიჩიძე საკმაოდ კარგი მონაცემების მცველია. სწრაფია, შეუძლია პირველი პასის გაკეთება, აზღვევს სხვა მცველებს და თამაშს კითხულობს.
გოგლიჩიძემ მთავარი მწვრთნელისგანაც დაიმსახურებდა მოწონება, რაც იმის გარანტია, რომ მას მომავალ მატჩშიც ძირითადში ვიხილავთ. ცნობისთვის, შემდეგ შეხვედრაში ემპოლი იუვენტუსს დაუპირისპირდება.










