თერთმეტმეტრიანი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია და მატჩის გმირი გახდა. ბუდიმირმა პენალტი კურიოზულად შეასრულა და ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს დაერტყა, საბოლოოდ კი მამარდაშვილისთვის ბურთის აღება მარტივი ნადავლი აღმოჩნდა.
ეს ეპიზოდი ესპანეთში დიდი განხილვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, პენალტის გაფუჭებაში ყველა ბუდიმირს ადანაშაულებს, მაგრამ იყო გარე ფაქტორები, რომელსაც ესპანელებმა ყურადღება მიაქციეს და თვლიან, რომ ეს პენალი თავიდან უნდა შესრულებულიყო.
ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ ბუდიმირის დარტყმის დროს, მამარდაშვილს კარის ხაზზე ფეხი არ ედგა. მოგეხსენებათ, წესების თანახმად, როცა მეტოქე პენალტს ასრულებს, მეკარეს ერთი ფეხი მაინც უნდა ჰქონდეს კარის ხაზზე.

ამავე წესების თანახმად, თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს, საჯარიმოში უნდა იყვნენ მხოლოდ მეკარე და პენალტის დამრტყმელი, დანარჩენებს კი საჯარიმოში შესვლა დარტყმამდე არ შეუძლიათ.
ესპანელები ამბობენ, რომ ფეხბურთელები საჯარიმოში დარტყმამდე შევიდნენ და ამის გამო, მსაჯს პენალტის განმეორება მართებდა.

ჯერჯერობით, ამ საკამათო ეპიზოდებთან დაკავშირებით, ოსასუნა განცხადებას არ ავრცელებს და უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებს.
საინტერესოა ისიც, რამდენად არის ეს 2 მიზეზი იმ დონის, რომ ლა ლიგამ დიდი ყურადღება მიაქციოს და მათი განხილვის საგანიც გახდეს.
ფაქტი ერთია - მამარდაშვილმა ამ სეზონში უკვე მესამე პენალტი მოიგერია, რაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.
Osasuna’s Ante Budimir tried the panenka to outwit Valencia goalkeeper Giorgi Mamardashvili from the penalty spot but did he not make a big mess of it🤣🤣🤣💔#CitiSportspic.twitter.com/XibbG6cFYa
— Citi Sports (@CitiSportsGHA) April 16, 2024











