გუშინ ღამით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი დაპირისპირება გაიმართა, სადაც მონჟუიკზე შეკრებილმა მაყურებელმა ბარსელონასა და ინტერის დაპირისპირება იხილა. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 3-3 დასრულდა.
ამ შეხვედრაში გუნდებმა ტრავმების გამო თითო-თითო ფეხბურთელი დაკარგეს. საუბარია ჟულ კუნდესა და ლაუტარო მარტინესზე — ორივე ფეხბურთელი განმეორებით მატჩს დიდი ალბათობით გამოტოვებს. მეტიც, კუნდე ბარსელონას ვერც ელ კლასიკოში დაეხმარება. ფრანგი ცენტრალური მცველი დაახლოებით 3 კვირას იუქმებს.
ინტერიდან ძველი ტრავმა აწუხებს ბენჟამინ პავარს, ხოლო ბარსელონას ლაზარეთში რჩებიან რობერტ ლევანდოვსკი, მარკ კასადო და მარკ ბერნალი.
შეგახსენებთ, ინტერისა და ბარსელონას განმეორებითი მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









