ევროპა ლიგის ფინალში ლევერკუზენის ბაიერის განადგურების (3:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა ბერგამოს ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ:
"მთავარი ის კი არ არის რომ გავიმარჯვეთ, არამედ ის, თუ როგორ გავიმარჯვეთ. ჩვენ დავამარცხეთ ლივერპული, როდესაც ეს გუნდი პრემიერ ლიგას ლიდერობდა. ასევე გადავლახეთ სპორტინგის ბარიერი, ბოლოს კი ლევერკუზენის. მიღწეულით ძალიან ვამაყობთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "ლა დეასთან" მარცხით, ბაიერის 51-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა. გასპერინის გუნდმა თავის ისტორიაში მოიპოვა პირველი ევროთასი, ზოგადად კი ეს არის ამ კლუბის მეორე ტიტული 1963 წელს მოგებული კოპა იტალიას შემდეგ.











