"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. მთლიანობაში, დღეს ოთხჯერ, ხოლო პირველ შეხვედრაში ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა. ბურთს კარში შესვლა არ სურდა, ასე კი ძალიან რთულია. გვინდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ ვულოცავთ დორტმუნდს.
რაც შეეხება ენრიკეს მომავალს, პარის სენ-ჟერმენში გრძელვადიან პროექტს ვაშენებთ, ახალგაზრდა გუნდთან ერთად, მომავალი ნათელი იქნება და ვაგრძელებთ ამ გზას", - განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ფრანგულმა გუნდმა ბორუსიასთან ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 0:2 წააგო.











