ჩემპიონობის ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე LaGazzetta.ge-სთან იბერიას მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს.
ლევან კორღალიძე (იბერიას მთავარი მწვრთნელი): "ვულოცავ ყველას ამ ჩემპიონობას. აქამდე მოსასვლელად დიდი სამუშაო იქნა გაწეული. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ როგორც მთელი ეს სეზონი ვიბრძოდით, მომავალშიც ასე იქნება. ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებთ, რათა ევროტურნირებზე საქართველო ვასახელოთ. მივაღწიოთ და გავაკეთოთ ის, რასაც ქართველი ხალხი დიდი ხანია ელოდება"
გიორგი კოხრეიძე (იბერიას კაპიტანი): "საქართველოს ჩემპიონი მეორედ გავხდი და ეს ენითაღუწერელი ემოციაა. ჩემპიონობა გუნდში მყოფი ყველა ადამიანის დამსახურებაა. კარგი თამაშები ვაჩვენეთ და ჩემპიონობა დავიმსახურეთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი მქონდა და ამაში გუნდიც დამეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდი"
ოთო მამაგეიშვილი (იბერიას ფეხბურთელი): "ეს წარმატება დიდი შრომის ფასია. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა. ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოვიგეთ და ბედნიერი ვარ. წელს მისია რაც მქონდა, ბოლომდე შევასრულე - მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი და 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გავედი"









