კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შალიკაშვილი TOP 16-ში მოხვდა და პირველ ორთაბრძოლაში ნიკოლოზ დოლიძე დაამარცხა, ხოლო შემდეგ გიგა კალანდიას აჯობა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში გიგა ჭუმბურიძეს მოუგო და ფინალში გავიდა.
ბადის მეორე მხარეს ფინალის საგზური ალექსანდრე ხეროდინაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ასპარეზობა, ირაკლი შალიკაშვილის მსგავსად, TOP 16-დან დაიწყო და სიმონ გუნცაძის, გიორგი გრიგალაშვილისა და გიორგი კოდუას დამარცხება მოახერხა.
ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, GDS 2024-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული ირაკლი შალიკაშვილი გახდა.
GDS 2024-ის პირველი ეტაპის TOP 4:
1. ირაკლი შალიკაშვილი
2. ალექსანდრე ხეროდინაშვილი3. გიორგი კოდუა
4. გიგა ჭუმბურიძე
2024 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქუთაისში, 1-2 ივნისი გაიმართება.
LaGazzetta.ge, SMH Sports და Goal.Ge GDS 2024-ის მხარდამჭერები არიან.










