მას შემდეგ, რაც ჯოვანი ლეონის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა, ლივერპულში საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს — ფედერიკო კიეზა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს! დიახ, არნე სლოტის გადაწყვეტილებით, ტრავმირებულ 18 წლის მცველს განაცხადში მეორე იტალიელი შეცვლის.
იმის მიუხედავად, რომ კლუბებს იანვრამდე განაცხადის შეცვლა არ შეუძლიათ, უეფა გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს თუ რომელიმე ფეხბურთელი მძიმე ტრავმას მიიღებს. ვინც არ იცით გეტყვით, რომ ჯოვანი ლეონიმ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც საკმაოდ მძიმე დაზიანებად ითვლება, შესაბამისად, უეფამ ლივერპულს განაცხადში ცვლილების შეტანის უფლება მისცა.
შეგახსენებთ, არნე სლოტმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფედერიკო კიეზა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა ახლა სიტუაცია თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, დიდი შანსია 27 წლის იტალიელმა შემტევმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპული აღარ დატოვოს.









