დღეს უკვე მეორე მედალი მოიპოვეს ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ზაგრებში მიმდინარე ტურნირზე ვახტანგ ლოლუას ოქროს შემდეგ, გელა ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
82კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფინალში ირანელ ღოლამეჯა ჟავად ფაროხისენჯანის დაუპირისპირდა და 4:0 წააგო, შესაბამისად ვერცხლის პრიზიორი გახდა.
გელა ბოლქვაძე მერვედფინალში უკრაინელი რუსლან აბდილიევი 6-1 დაამარცხა, მეოთხედფინალში ადლეტ ტიულიუბაევს (UWW) 5-4 სძლია, ნახევარფინალში კი იაპონელი ტაიზო იოშიდას 8-3 მოუგო.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი 18 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ.) მოუტანა.









